Loading data...
ტრამპმა მოსკოვს პუტინთან შეხვედრისთვის პირობა წაუყენა - NYP

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან პირადი შეხვედრისთვის მოსკოვს პირობა წაუყენა. ამის შესახებ The New York Post-ი თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

მისი თქმით, ამერიკელი ლიდერი კრემლის მმართველს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეხვდება, თუ ის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზეც დათანხმდება.

„შეხვედრის ჩასატარებლად პუტინი ზელენსკის უნდა შეხვდეს. შეხვედრის ადგილი ჯერ არ არის განსაზღვრული“, - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.