1761078134
უცხოეთი
ტრამპმა მიანიშნა, რომ რუსეთისა და უკრაინის ომის დასასრული ახლოვდება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ რუსეთისა და უკრაინის ომის მოგვარებას შეძლებს და მშვიდობა „გარდაუვალია“.
ტრამპმა აღნიშნა, რომ მისთვის რთული იქნება აშშ-ის პირველი პრეზიდენტის, ჯორჯ ვაშინგტონისა და აშშ-ის მე-16 პრეზიდენტის, აბრაამ ლინკოლნისთვის გადასწრება.
„ვაშინგტონისა და ლინკოლნის გადასწრება ადვილი არ იქნება, მაგრამ ვცადოთ, არა?! ისინი ხომ არ ასრულებდნენ რვა ომს. მეცხრეზე აღარაფერს ვამბობ. აი ჩვენ კი - რვა ომი დავასრულეთ და მჯერა, რომ მეცხრესაც ვამთავრებთ, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა!“ - აცხადებს ტრამპი.