Loading data...
ტრამპმა კიდევ ერთხელ მოუწოდა OPEC-ს, დასწიოს ნავთობის ფასი, რათა უკრაინაში კონფლიქტის დასრულებას შეუწყოს ხელი

ნავთობის დაბალი ფასები ხელს შეუწყობს უკრაინაში ომის სწრაფ დასრულებას, - ამის შესახებ განცხადება კიდევ ერთხელ გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

ამის [უკრაინაში ომის] სწრაფად შეჩერების ერთ-ერთი გზა ნავთობის ფასების დაწევაა. ასე რომ, OPEC-მა უნდა შეამციროს ნავთობის ფასები. მაშინ ეს ომი დაუყოვნებლივ შეწყდება“, - აშშ-ის პრეზიდენტმა.

თეთრი სახლის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომი ტრაგედიაა როგორც უკრაინისთვის, ასევე, რუსეთისთვის.