Loading data...
ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ჯეფრი ეფშტეინის ფაილების გასაჯაროებას ითვალისწინებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ხელი მოწერა კანონს, რომელიც სექსუალური დანაშაულისთვის გასამართლებული ჯეფრი ეფშტეინის საქმის ყველა მასალის გასაჯაროებას ითვალისწინებს. ამის შესახებ BBC იუწყება.

კანონის მიხედვით, აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ უნდა გახსნას ეფშტეინის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ყველა მასალა „მოძიების და გადმოწერის ფუნქციით 30 დღის განმავლობაში.“

მანამდე ტრამპი ეფშტეინის მასალების გამოქვეყნების წინააღმდეგ გამოდიოდა, მაგრამ გასულ კვირას, ეფშტეინის მსხვერპლთა და „რესპუბლიკური პარტიის“ წევრთა მხრიდან ზეწოლის შედეგად პოზიცია შეიცვალა.

ამის შემდეგ კანონპროექტს წარმომადგენელთა პალატამ და სენატმა ხმათა დიდი უმრავლესობით მხარი დაუჭირეს. წარმომადგენელთა პალატაში მას მხოლოდ ერთი მოწინააღმდეგე ჰყავდა, ხოლო სენატმა ერთხმად მხარი დაუჭირა.

ეფშტეინის ფაილები სისხლის სამართლებრივი დევნის მასალებს შეიცავს. მათ შორის არის დანაშაულის მსხვერპლთა და მოწმეთა დაკითხვის სტენოგრამები, ასევე მისი უძრავი ქონების ჩხრეკისას ამოღებული ნივთები. მასალებში არის იუსტიციის სამინისტროს შიდა მიმოწერა, ინფორმაცია ავიარეისების შესახებ და ეფშტეინთან დაკავშირებულ ადამიანებზე და ორგანიზაციებზე ინფორმაცია.