Loading data...
ტრამპმა ირანთან ომში დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო და პირობა დადო, რომ თეირანს ბირთვული იარაღი „არასდროს“ ექნება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე ირანის წინააღმდეგ კამპანიაში დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თეირანს „არასდროს ექნება ბირთვული იარაღი“.

„ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ დროს ჩვენ დავკარგეთ 13 შესანიშნავი სული, შესანიშნავი, განსაკუთრებული ადამიანი. ამ წარმოუდგენელმა მამაკაცებმა და ქალებმა სიცოცხლე გაწირეს იმის უზრუნველსაყოფად, რომ მსოფლიოში ტერორიზმის ნომერ პირველ სპონსორ სახელმწიფოს არასდროს ჰქონდეს ბირთვული იარაღი“, - განაცხადა ტრამპმა.

„მათ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი, დარწმუნებული ვარ, ეს თქვენც იცით“, - დასძინა მან.