1746604348
უცხოეთი
ტრამპმა ინდოეთსა და პაკისტანს შორის კონფლიქტს სამარცხვინო უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ინდოეთსა და პაკისტანს შორის კონფლიქტის გამწვავებას „სამარცხვინო“ უწოდა. განცხადება ტრამპმა სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა.
„ეს არის სამარცხვინო. ამის შესახებ ახლა შევიტყვეთ. ადამიანებს ესმოდათ, რომ რაღაცა მოხდებოდა, თუ წინა მოვლენებს გავითვალისწინებთ. ინდოეთი და პაკისტანი, უკვე დიდი ხანია, ერთმანეთს ემტერებიან. საუბარია ათწლეულებზე და ასწლეულებზე. იმედი მაქვს, რომ ეს მალე დასრულდება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ცნობისთვის, 6-7 მაისს ღამით ინდოეთმა პაკისტანის პენჯაბისა და ქაშმირის პროვინციებზე სარაკეტო იერიში მიიტანა. ისლამაბადის ინფორმაციით, დაიღუპა 26 და დაიჭრა 46 ადამიანი. დელის ინფორმაციით, ის ანტიტერორისტულ ოპერაციას ატარებს. პაკისტანი ინდოეთს საპასუხო დარტყმებით დაემუქრა.