Loading data...
ტრამპმა „ჰამასს“ მოუწოდა, დააბრუნოს „ყველა მძევალი“ და ვითარება სწრაფად შეიცვლება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაჯგუფება „ჰამასს“ მოუწოდა, „ყველა მძევალი“ გაათავისუფლოს და მათ და ომის სწრაფ დასრულებას დაჰპირდა.

„უთხარით „ჰამასს“, დაუყოვნებლივ დააბრუნოს 20-ვე მძევალი (არა 2, 5 ან 7!) და ვითარება სწრაფად შეიცვლება. ეს დასრულდება“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი თავის Truth Social-ზე.