Loading data...
ტრამპმა გერმანიის კანცლერთან ბრიტანეთის პრემიერი გააკრიტიკა - „ის ჩერჩილი არ არის“

თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან შეხვედრისას ირანის წინააღმდეგ ოპერაციის მხარდაჭერასთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა. განცხადება ტრამპმა ოვალურ კაბინეტში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. 

„მე უკმაყოფილო ვარ დიდი ბრიტანეთით. სამი ან ოთხი დღე დაგვჭირდა იმის გარკვევისთვის, თუ სად შეგვეძლო დაშვება. იქ დაშვება გაცილებით მოსახერხებელი იქნებოდა, ვიდრე დამატებითი საათები ფრენა. ამიტომ, ძალიან გაკვირვებულები ვართ. ჩვენ უინსტონ ჩერჩილთან არ გვაქვს საქმე“, - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

ინფორმაციისთვის, ტრამპმა განაცხადა, რომ „ძალიან იმედგაცრუებულია“ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის დაგვიანებული გადაწყვეტილებით, ნება დაერთო ამერიკისთვის, ესარგებლა ბრიტანული ბაზებით. 

სტარმერმა 3 მარტს განაცხადა, რომ აშშ-მა მოითხოვა ბრიტანული ბაზების თავდაცვითი მიზნით გამოყენების ნებართვა და ბრიტანეთი აშშ-ს საკუთარი სამხედრო ბაზებიდან თავდაცვითი ოპერაციების განხორციელების ნებას რთავს.