1776259904
უცხოეთი
ტრამპმა განაცხადა, რომ მას და მელონის „ისეთი ურთიერთობა აღარ აქვთ“, როგორიც ადრე ჰქონდათ
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი.
ტრამპმა განაცხადა, რომ მელონი „ნეგატიურად არის განწყობილი“ და მათი ურთიერთობა „ისეთი აღარ არის“, როგორიც ადრე იყო.
„ყველასთან, ვინც ირანის სიტუაციაში დახმარებაზე უარი გვითხრა, იგივე ურთიერთობა აღარ გვაქვს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა Fox News-თან ინტერვიუში.
მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ „შოკირებულია“ მელონის საქციელით, მას შემდეგ, რაც იტალიის პრემიერ-მინისტრმა ამერიკელი ლიდერი პაპ ლეო XIV-ის შესახებ გაკეთებული კომენტარების გამო გააკრიტიკა და უარი თქვა ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ომში ჩართვაზე.