Loading data...
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანზე შესაძლო დარტყმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას „სავარაუდოდ 10 დღეში“ მიიღებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანზე შესაძლო დარტყმის შესახებ გადაწყვეტილებას მომდევნო 10 დღის განმავლობაში მიიღებს.

მშვიდობის საბჭოს საინაუგურაციო შეხვედრაზე აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებული დარტყმების გახსენებისას, ტრამპმა განაცხადა, „ახლა, შესაძლოა, ერთი ნაბიჯით წინ წავიდეთ - ან შეიძლება არა. შესაძლოა, შეთანხმებას მივაღწიოთ“.

„სავარაუდოდ, ამას მომდევნო 10 დღის განმავლობაში გაიგებთ“, - აცხადებს ტრამპი.

ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ირანს „არ შეიძლება ჰქონდეს ბირთვული იარაღი“.

„ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა არ იქნება, თუ მათ ბირთვული იარაღი ექნებათ“, - დასძინა მან.