1761726287
უცხოეთი
ტრამპმა განაცხადა, რომ აზიაში ვიზიტის დროს კიმ ჩენ ინთან შეხვედრას არ გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აზიური ტურნეს დროს ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან შეხვედრას არ გეგმავს. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას „ბლუმბერგი“ ციტირებს.
ტრამპმა ადრე მიანიშნა, რომ აზიაში ვიზიტის დროს მზად იყო, კიმთან სამიტი გაემართა.
„ჩვენ ნამდვილად ვერ შევთანხმდით დროზე. პრეზიდენტი სი ძინპინი ხვალ გვესტუმრება და ეს, ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოსთვის, ყველა ჩვენგანისთვის“, - აღნიშნა მან.
გარდა ამისა, Air Force One-ის ბორტზე ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის რეგიონში დაბრუნებას და კიმთან შეხვედრას „უახლოეს მომავალში“ გეგმავს.
მან ასევე გამოთქვა რწმენა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ამ შეხვედრით დაინტერესებულია.