1763836785
უცხოეთი
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის „სამშვიდობო გეგმა“ საბოლოო წინადადება არ არის
უკრაინისთვის შეთავაზებული „სამშვიდობო გეგმა“ საბოლოო დოკუმენტი არ არის. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხეს, წარმოადგენს თუ არა 28-პუნქტიანი გეგმა „საბოლოო წინადადებას“.
„არა, ეს ასე არ არის. ჩვენ გვსურს მშვიდობის მიღწევა; ეს დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო. უკრაინასა და რუსეთს შორის ომი არასდროს უნდა მომხდარიყო. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ეს არასდროს დაიწყებოდა. ჩვენ ვცდილობთ მის დასრულებას. ასე თუ ისე, ჩვენ უნდა დავასრულოთ ის“, - უპასუხა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტს ასევე ჰკითხეს, რა მოხდება, თუ უკრაინის პრეზიდენტი ამ „სამშვიდობო გეგმას“ არ დათანხმდება.
„მაშინ მას შეუძლია, მთელი ძალით გააგრძელოს ბრძოლა“, - აღნიშნა ტრამპმა.