ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ძალზე მალე ბირთვულ ტესტებს ჩაატარებს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ძალზე მალე ბირთვულ ტესტებს ჩაატარებენ, რადგანაც ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ. ამასთანავე, ტრამპმა არ დააკონკრეტა, მოხდება თუ არა ამ ცდების დროს უშუალოდ ბირთვული მუხტების აფეთქება. ინფორმაციას Deutche welle ავრცელებს.
მედიის შეკითხვას, თუ როდის ჩატარდება, ეს ცდები, ტრამპმა უპასუხა, რომ „ძალიან მალე“. ამასთანავე, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მზად რის რუსეთთან და ჩინეთთან დენუკლეარიზაციის საკითხზე მოლაპარაკება გამართოს და რომ ბირთვული განიარაღება - შეიარაღებაზე კონტროლის საუკეთესო საშუალებაა.
იმის შესახებ, რომ აშშ ბირთვული ტესტების ჩატარების აღდგენას გეგმავს, ტრამპმა 29 ოქტომბერს განაცხადა. „რუსეთი ატარებს ბირთვულ ცდებს, ჩინეთი ატარებს ტესტებს, მაგრამ ისინი ამის შესახებ ხმამაღლა არ საუბრობენ. მე არ მსურს ერთადერთი ქვეყანა ვიყო, რომელიც ამ ცდებს არ ატარებს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.