1778650889
უცხოეთი
ტრამპმა გამოაქვეყნა რუკის ფოტო, სადაც ვენესუელა აშშ-ის 51-ე შტატად არის გამოსახული
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაქვეყნა რუკის ფოტო, რომელზეც ვენესუელა ამერიკის დროშის ფერებშია გამოსახული და მასზე წარწერაა - „51-ე შტატი.“
თეთრი სახლის ლიდერმა ფოტო სოციალურ ქსელ Truth Social-ზე გამოაქვეყნა.
12 მაისს დონალდ ტრამპმა Fox News განუცხადა, რომ განიხილავს შესაძლებლობას, სამხრეთამერიკული ქვეყანა აშშ-ის ახალი შტატი გახდეს.
