Loading data...
ტრამპმა გაიხსენა ნაცნობი, რომელსაც გახდომის ინექციამ არ უშველა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაიხსენა „ძალიან ჭკვიანი. მდიდარი და ძალზე გავლენიანი მეგობარი“, რომელმაც შაქრის დიაბეტის სამკურნალო წამლით გახდომა გადაწყვიტა. ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას Nexta Live ავრცელებს.

„ნამდვილად არ ვიტყვი ვინ არის ეს ადამიანი. ეს არის ძალიან გავლენიანი, მდიდარი, ჭკვიანი ადამიანი, მაგრამ არის ძალიან მსუქანი. და მან გადაწყვიტა Ozempic-ით წონის დაკლება. როდესაც მე მას შევხვდი და მითხრა, რომ წონის დაკლებას ცდილობს და ამ პრეპარატს იღებს, მე რომ შევხედე, დავინახე, რომ გახდომის ნაცვლად მან, პირიქით, წონაში მოიმატა. და, რა თქმა უნდა, ეს ვუთხარი“, - განაცხადა ტრამპმა.

ტრამპმა უთხრა მედიის წარმომადგენლებს, რომ თავის მეგობარს პირდაპირ უთხრა, რომ ის კი არ გახდა, არამედ გასუქდა, რადგანაც ყოველთვის აუცილებელია სიმართლის თქმა. აშშ-ის პრეზიდენტმა ამისკენ მედიის წარმომადგენლებსაც მოუწოდა.