ტრამპმა „დიდი შვიდეულის“ სამიტი მაკრონისა და ზელენსკის გამო ნაადრევად დატოვა - FT

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კანადაში გამართული „დიდი შვიდეულის“ სამიტი ნაადრევად დატოვა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიმართ „გაღიზიანებისა“ და უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის „ინტერესის არარსებობის“ გამო, იტყობინება Financial Times სამიტთან დაკავშირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემა წერს, რომ ამერიკელი ლიდერი გააღიზიანა ფრანგმა კოლეგამ გრენლანდიაში ვიზიტისა და კუნძულზე კონტროლის დამყარების შესახებ ვაშინგტონის გეგმების გაკრიტიკების გამო. მეორე მიზეზი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის სურვილის არქონა იყო.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ნაადრევი წასვლის თავიდან ასაცილებლად, ნატომ ლიდერების მომავალი სამიტი ერთ სამუშაო სესიამდე შეამცირა. ღონისძიება, რომელიც თავდაპირველად სამ დღეს უნდა გაგრძელებულიყო, 32 ლიდერს შორის ერთ-ორნახევარსაათიან სამუშაო სესიამდე შემოკლდა. ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმის გამო, რომ ტრამპს არ მობეზრდეს და ნაადრევად არ წავიდეს.
24 ივნისს, საღამოს ასევე გაიმართება ნიდერლანდების მეფისა და დედოფლის მიერ ორგანიზებული ლიდერების არაფორმალური ვახშამი. ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა: „მთელი საქმე ისაა, რომ ის იყოს რაც შეიძლება მოწესრიგებული და ფოკუსირებული, წარუმატებლობის რაც შეიძლება ნაკლები შესაძლებლობით.“