1780485470
უცხოეთი
ტრამპმა დაადასტურა, რომ ნეთანიაჰუს ერთ-ერთი სატელეფონო საუბრის დროს გიჟი უწოდა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ რამდენიმე დღის წინ გამართული სატელეფონო საუბრის დროს ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს გიჟი უწოდა, თუმცა დასძინა, რომ ნეთანიაჰუს პატივს სცემს და მასთან „ძალიან კარგად თანამშრომლობს“.
„ცოტა აღელვებული ვიყავი იმის გამო, რომ ის მუდმივად ებრძოდა ლიბანს“, - განაცხადა ტრამპმა „Pod Force One“-ის პოდკასტში ინტერვიუს დროს. ამავე დროს დასძინა: „„ბიბი ძალიან მომწონს და მასთან ძალიან კარგად ვმუშაობ“.
ტრაპის განცხადების შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია გამოცემა Axio-მა გაავრცელა. მოგვიანებით ისრაელის ოფიციალურმა პირებმა ეს ინფორმაცია უარყვეს, თუმცა ტრამპის ბოლო კომენტარი ადასტურებს, რომ ნეთანიაჰუსთან საუბრისას გამოხატა ძლიერი უკმაყოფილება.