ტრამპმა და რეგიონის ლიდერებმა ღაზას სექტორის სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოაწერეს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რეგიონის სხვა ლიდერებთან ერთად, ეგვიპტის ქალაქ შარმ-ელ-შეიხში გამართულ სამიტზე ღაზას სექტორის სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოაწერა და მას „ძალიან მნიშვნელოვანი ხელმოწერა“ უწოდა.
ტრამპმა, რომელიც სამიტს უძღვებოდა, თავის თანამშრომლებსა და თანაშემწეებს მადლობა გადაუხადა იმ შეთანხმების მიღწევისთვის, რომელიც, მისი აზრით, „ყველაზე რთული“ იქნებოდა.
„მეგონა, რომ ეს, ალბათ, ყველაზე რთული იქნებოდა და შესაძლოა, ბევრი თვალსაზრისით ასეც იყო, მაგრამ ჩვენ ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვყავდა. ჩვენ გვყავდა ნიჭიერების საოცარი სპექტრი და ჩვენ დაგვეხმარნენ, კერძოდ, ამ მაგიდასთან წარმოდგენილი ქვეყნები“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპმა დოკუმენტს ხელი სამი სხვა შუამავალი ქვეყნის - ეგვიპტის, კატარისა და თურქეთის - ლიდერებთან ერთად მოაწერა.
HISTORIC MOMENT.
— The White House (@WhiteHouse) October 13, 2025
President Donald J. Trump, alongside the leaders of Qatar, Egypt, and Turkey, signs the Gaza Peace Plan for peace in the Middle East. pic.twitter.com/depaxQO8g2