1773088958
უცხოეთი
ტრამპმა და პუტინმა ირანის საკითხი სატელეფონო საუბრისას განიხილეს - ABC NEWS
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის იური უშაკოვის თქმით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ორშაბათს, 9 მარტს სატელეფონო საუბრისას, ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება და უკრაინაში სამშვიდობო პროცესი განიხილეს.
„აქცენტი გაკეთდა ირანთან კონფლიქტის გარშემო არსებულ ვითარებასა და აშშ-ის მონაწილეობით მიმდინარე ორმხრივ მოლაპარაკებებზე, უკრაინასთან დაკავშირებით“, - განუცხადა უშაკოვმა ჟურნალისტებს.
გავრცელებული ინფორმაციით, საუბარი ამერიკის პრეზიდენტის ინიციატივით შედგა. ის დაახლოებით, ერთ საათს გაგრძელდა და ორივე ლიდერმა ერთმანეთთან რეგულარული კომუნიკაციის სურვილი გამოთქვა.