Loading data...
ტრამპმა და ერდოღანმა სატელეფონო საუბარში სირიისა და ღაზას საკითხი განიხილეს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სირიასა და ღაზაში განვითარებული მოვლენები ამერიკელ კოლეგასთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას განიხილა.

სატელეფონო საუბრის დროს ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ყურადღებით აკვირდება სირიაში მიმდინარე მოვლენებს.

„პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი სირიაში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება და აღნიშნა, რომ სირიის ერთიანობა და ტერიტორიული მთლიანობა თურქეთისთვის მნიშვნელოვანია“, - ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

პრეზიდენტებმა ასევე ისაუბრეს ღაზაში განვითარებულ მოვლენებზე.

ერდოღანმა განუცხადა ტრამპს, რომ თურქეთი გააგრძელებს კოორდინირებულ მუშაობას შეერთებულ შტატებთან ერთად მშვიდობის მისაღწევად.