1747643917
უცხოეთი
ტრამპმა ბაიდენს გამოჯანმრთელება უსურვა და განაცხადა, რომ მის გამო დამწუხრებულია

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თავისი წინამორბედის, ექსპრეზიდენტ ჯო ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დამწუხრებულია.
„მე და მელანია დამწუხრებულები ვართ ჯო ბაიდენის სამედიცინო დიაგნოზის გაგებით. ჯილსა და ოჯახს ვუსურვებთ თბილ და საუკეთესო სურვილებს, ჯოს კი სწრაფ და წარმატებულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – წერს ტრამპი თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ზე.
ინფორმაციისთვის, თეთრი სახლის ყოფილ ლიდერ ჯო ბაიდენს ექიმებმა პროსტატის სიმსივნის აგრესიული ფორმა დაუსვეს.
- 82 წლის ბაიდენმა თანამდებობა იანვარში დატოვა და ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტი გახდა.