1764915041
უცხოეთი
ტრამპმა აშშ-ში მყოფ სომალელ მიგრანტებს „ნაგავი“ უწოდა და განაცხადა, რომ ისინი სახლში უნდა დააბრუნონ
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ში მყოფ სომალელ მიგრანტებს „ნაგავი“ უწოდა და განაცხადა, რომ ისინი სახლში უნდა დააბრუნონ.
მინესოტაში გამართულ კაბინეტის სხდომაზე ტრამპმა სომალელები და კონგრესის წარმომადგენელი ილჰან ომარი გააკრიტიკა, რომელიც წარმოშობით სომალიდანაა და აშშ-ის მოქალაქეა.
მისი თქმით, „სომალელები საშინელებას აკეთებენ“.
„ისინი არაფერში გვეხმარებიან. გულწრფელად გეტყვით, არ მინდა, რომ ისინი ჩვენს ქვეყანაში იყვნენ. ჩვენ არასწორ გზას დავადგებით, თუ ჩვენს ქვეყანაში ნაგვის შეტანას გავაგრძელებთ. როდესაც ისინი ჯოჯოხეთიდან მოდიან, წუწუნებენ და მხოლოდ საშინელებას აკეთებენ, ჩვენ არ გვინდა ისინი ჩვენს ქვეყანაში. დაბრუნდნენ იქ, საიდანაც მოვიდნენ და გამოასწორონ სიტუაცია“, - განაცხადა ტრამპმა.