ტრამპმა ABC News-ს განუცხადა, რომ დარტყმების შედეგად „ბევრი“ ირანელი ლიდერი დაიღუპა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკულ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად ირანის უმაღლესი ხელმძღვანელობის რამდენიმე წევრი დაიღუპა და ქვეყნის შემდეგი ლიდერების ვინაობა ცხადი ხდება.
ABC News-ის კითხვას, ფიქრობს თუ არა ვაშინგტონი, რომ ირანის ხელმძღვანელობის წევრები ამჟამად ლიკვიდირებულები არიან, ტრამპმა უპასუხა, რომ „დიდი ნაწილი მკვდარია“ და დასძინა, რომ მას და ადმინისტრაციას „ძალიან კარგი წარმოდგენა აქვთ“ იმის შესახებ, თუ ვინ დაიკავებს ძალაუფლების პოზიციებს თეირანში.
როდესაც ჰკითხეს, თუ ვინ შეცვლის ირანის უზენაეს ლიდერ ალი ხამენეის, მან უპასუხა: „არ ვიცი, მაგრამ გარკვეულ მომენტში დამირეკავენ და მკითხავენ, ვინ მინდა. ამას რომ ვამბობ, უბრალოდ ცოტა სარკასტული ვარ“.
ებრაული მედიის Channel 12-ის ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აჩვენეს ირანის უზენაესი ლიდერის ალი ხამენეის ცხედრის სურათი, რომელიც ირანის ხელისუფლებამ თეირანში, მისი რეზიდენციის ნანგრევებიდან ამოასვენა.