ტრამპისა და პუტინის სამიტის წინ ალასკაში უკრაინის მხარდამჭერი მიტინგი გაიმართა

აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სამიტამდე ერთი დღით ადრე, 14 აგვისტოს, ალასკის ქალაქ ანკორიჯში უკრაინის მხარდამჭერი მიტინგი გაიმართა. ამის შესახებ ნათქვამია აქციის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია Stund Up Alsaka-ს Facebook გვერდზე.
აღნიშნულია, რომ დაახლოებით ათასი ადამიანი უკრაინის დროშებითა და პროუკრაინული ბანერებით შეიკრიბა უკრაინის მხარდასაჭერად და კრემლის ხელმძღვანელის ვლადიმერ პუტინის აშშ-ში ვიზიტის გასაპროტესტებლად.
ხალხს ეჭირა ბანერები წარწერებით „პუტინ, წადი სახლში და წადი ჯოჯოხეთში“, „თავისუფალი უკრაინა“, „უკრაინა და ალასკა აღარ იქნება რუსეთი“, „გაეთრიე უკრაინიდან“. ამასთან, ისინი მოითხოვდნენ რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას.
შეგახსენებთ, დღეს, 15 აგვისტოს, ალასკაში ტრამპისა და პუტინის შეხვედრა გაიმართება.