ტრამპის თქმით, საუდის არაბეთში აშშ-ის მფრინავ ტანკერებზე დარტყმები განხორციელდა, თუმცა ზიანი მინიმალურია
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთის აეროპორტში ხუთ ამერიკულ მფრინავ ტანკერზე დარტყმები განხორციელდა, თუმცა მათ მინიმალური, ან „ფაქტობრივად არანაირი“ ზიანი არ მიადგა.
ტრამპის თქმით, ხუთიდან ოთხი ტანკერი მუშაობას დაუბრუნდა, ხოლო მეხუთე უფრო მეტად დაზიანდა, თუმცა ის მალე დაუბრუნდება ფუნქციონირებას.
„კიდევ ერთხელ, ყალბი ახალი ამბების მედიამ განზრახ შეცდომაში შემყვანი სათაური გამოაქვეყნა ხუთი მფრინავი ტანკერის შესახებ, რომლებიც, სავარაუდოდ, საუდის არაბეთის აეროპორტში დაბომბეს და აღარ გამოუყენებიათ. სინამდვილეში ბაზა რამდენიმე დღის წინ დაბომბეს, მაგრამ თვითმფრინავები არ „დაბომბილა“ და არც „განადგურებულა“. ხუთიდან ოთხს პრაქტიკულად არანაირი დაზიანება არ ჰქონდა და უკვე დაბრუნდა სამსახურში. ერთს ოდნავ მეტი დაზიანება ჰქონდა, მაგრამ მალე ჰაერში იქნება. არცერთი არ განადგურებულა, ან თითქმის არც ერთი, როგორც „ფეიკ ნიუსმა“ სათაურებში აღნიშნა. The New York Times-ს და (კერძოდ), The Wall Street Journal-ს, ასევე სხვა დაბალბიუჯეტიან „გაზეთებსა“ და მედიას სინამდვილეში სურთ, რომ ომი წავაგოთ. მათი საშინელი გაშუქება რეალური ფაქტების საპირისპიროა! ისინი ნამდვილად ავადმყოფები და შეშლილები არიან, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, რამხელა ზიანს აყენებენ ამერიკის შეერთებულ შტატებს. საბედნიეროდ, როგორც ეს 2024 წლის არჩევნებში ჩვენმა დიდმა და დამაჯერებელმა გამარჯვებამ დაადასტურა, ჩვენი ქვეყნის ხალხი ყალბი ახალი ამბების მედიაზე ბევრად უკეთ ხვდება, თუ რა ხდება!“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.