Loading data...
ტრამპის თქმით, რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები „ნორმალურად მიმდინარეობს“

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტის კითხვაზე პასუხის გაცემისას აღნიშნა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები გრძელდება და „ნორმალურად“ მიმდინარეობს.

თეთრი სახლის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ შეახსენა პრესას, რომ მისი დახმარებით მსოფლიოში რვა ომი დასრულდა.

„ჩვენ ვსაუბრობთ, მოლაპარაკებები კარგად მიდის, მაგრამ თქვენ იცით, რომ მე რვა ომი დავასრულე. და არ მგონია, რომ რუსეთთან და უკრაინასთან შეთანხმება ჯერ დასრულებული იყოს“, - განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინს შორის „უზარმაზარი სიძულვილია“.

ტრამპმა აღნიშნა, რომ უკრაინამ და რუსეთმა გასულ თვეში, სავარაუდოდ, 27 000 ჯარისკაცი დაკარგეს. მან ასევე თქვა, რომ მშვიდობიანი მოქალაქეებიც დაიღუპნენ, განსაკუთრებით კიევში, თუმცა დაღუპულთა უმეტესობა სამხედროებს შორის იყო.