1789220812
უცხოეთი
ტრამპის თქმით, ჰუსიტებმა სთხოვეს, რომ იემენში მიმდინარე ომში აშშ არ ჩაერიოს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იემენელმა ჰუსიტებმა მას სთხოვეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იემენში მიმდინარე სამოქალაქო ომში არ ჩაერიოს. ამის შესახებ ტრამპმა დუბლინში ვიზიტის დროს განაცხადა, ინფორმაციას dawn.com ავრცელებს.
„ჰუსიტებმა დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩვენთან ომი არ სურთ. მათ არ უნდათ, რომ ჩვენ მათ თავს დავესხათ“, - განაცხადა ტრამპმა.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჰუსიტებმა შეტევის შედეგად წითელ ზღვაზე მდებარე ტერიტორია დაიკავეს. ისინი ბაბ-ელ-მანდების სრუტეს მიუახლოვდნენ, რომელსაც მსოფლიო ვაჭრობისთვის სტრატეგიული მნიშვნელობაა აქვს.
აშშ-ის გამოცემა Axios-ის ცნობით, საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა ტრამპს ორჯერ დაურეკა და ჰუსიტებზე საჰაერო იერიშების განხორციელება სთხოვა, მაგრამ ტრამპმა უარით უპასუხა.