1742885920
უცხოეთი
ტრამპის თქმით, აშშ-სა და უკრაინას შორის რესურსებთან დაკავშირებით შეთანხმება მალე გაფორმდება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთში გამართულ მოლაპარაკებებზე განიხილებოდა გამყოფი ხაზის, უკრაინის ელექტროსადგურების და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების საკითხები. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ტრამპი ელოდება, რომ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შესახებ უკრაინასთან შეთანხმება მალე გაფორმდება.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ერ-რიადში მიმდინარე მოლაპარაკებაზე შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტაზე და უკრაინის ტერიტორიების შესახებ საუბარი გაიმართა.