1772430833
უცხოეთი
ტრამპის თქმით, აშშ-მა 9 ირანული სამხედრო გემი გაანადგურა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ცხრა ირანული სამხედრო გემის განადგურების შესახებ განაცხადა. ეს განცხადება მან სოციალურ ქსელ Truth Social-ზე გააკეთა.
ტრამპის თქმით, აშშ-ის თავდასხმამ ირანის საზღვაო შტაბ-ბინის დიდი ნაწილი გაანადგურა.
„ახლახან შემატყობინეს, რომ ჩვენ გავანადგურეთ და ჩავძირეთ 9 ირანული სამხედრო გემი, რომელთაგან ზოგიერთი საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანია“, - დაწერა ტრამპმა.
ამერიკელმა ლიდერმა დასძინა, რომ აშშ აგრძელებს ირანის სხვა სამხედრო გემებზე დევნას.
მისი თქმით, ეს გემებიც მალე „ზღვის ფსკერზე იტივტივებენ“.