ტრამპის მრჩეველი: რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება აშშ-ის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოლიტიკურმა მრჩეველმა, სტივენ მილერმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დასრულება აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამის შესახებ მილერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ეს არის საკითხი, რომელსაც პრეზიდენტი ტრამპი ჩვენი საგარეო პოლიტიკის წინა პლანზე აყენებს“, - აცხადებს მილერი.
მილერმა განმარტა, რომ მთავარი მიზანი ევროპაში მშვიდობის მიღწევა, ასევე უდანაშაულო ადამიანების მკვლელობის შეწყვეტაა.
ამავდროულად, ტრამპის მრჩეველმა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალ გეგმაზე, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დასრულებას.
Axios-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია საიდუმლოდ თანამშრომლობს რუსეთთან უკრაინაში ომის დასრულების ახალი გეგმის შესამუშავებლად.