ტრამპის მიერ ირანელ ოფიციალურ პირებთან შეხვედრების გაუქმების შემდეგ ირანის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელმა მას „მკვლელი“ უწოდა
ირანის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელმა ალი ლარიჯანიმ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ირანელი ხალხის ერთ-ერთ მთავარ მკვლელად“ მოიხსენია. შესაბამისი განცხადება მან X-ზე გამოაქვეყნა მას შემდეგ, რაც ტრამპმა განაცხადა, რომ ირანელ ოფიციალურ პირებთან ყველა შეხვედრა გააუქმა, „ვიდრე მომიტინგეების უაზრო მკვლელობები არ შეწყდება“.
ლარიჯანიმ ასევე ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თავის სიაში მეორე „მკვლელად“ დაასახელა.
ცნობისთვის, მანამდე ისრაელის სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ ისინი „თავდაცვით მზადყოფნაში არიან და მუდმივად აუმჯობესებენ თავიანთ შესაძლებლობებსა და ოპერატიულ მზადყოფნას“, თუმცა პროტესტს „ირანის შიდა საქმედ“ მიიჩნევენ.
We declare the names of the main killers of the people of Iran:
— Ali Larijani | علی لاریجانی (@alilarijani_ir) January 13, 2026
1- Trump
2- Netanyahu pic.twitter.com/CqcQYKHbDJ