Loading data...
ტრამპის განცხადებით, ვენსი, უიტკოფი და კუშნერი ირანის წარმომადგენლებთან შეხვედრებისთვის მოსამზადებლად ისლამაბადში გაემგზავრნენ

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და მრჩეველი ჯარედ კუშნერი ირანთან შეხვედრებისთვის მოსამზადებლად ისლამაბადში გაემგზავრნენ. ამის შესახებ ტრამპმა New York Post-თან ინტერვიუში განაცხადა.

ტრამპმა უარყო ირანის განცხადებები, რომ პაკისტანში სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში თეირანი მონაწილეობას არ მიიღებს. აშშ-ის პრეზიდენტმა New York Post-ს განუცხადა, რომ მზად იქნება, შეხვდეს ირანის მაღალჩინოსნებს, თუ გარღვევა მოხდება.

„ჩვენ მოლაპარაკებები უნდა გვქონდეს. ამიტომ ვივარაუდებ, რომ ამ ეტაპზე არავინ თამაშობს თამაშებს. ისინი ახლა მიემართებიან, დღეს ღამით იქ იქნებიან“, – აღნიშნა მან.

ტრამპის თქმით, მოლაპარაკებების ცენტრში ერთი შეუცვლელი მოთხოვნაა - ირანმა უნდა შეწყვიტოს ბირთვული იარაღის შექმნის ნებისმიერი მცდელობა.

„მოვაშოროთ მათი ბირთვული იარაღი. ეს ყველაფერი ძალიან მარტივია. ბირთვული იარაღი აღარ იარსებებს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ირანს აქვს აყვავების პოტენციალი, თუ ის მოთხოვნებს შეასრულებს.

პაკისტანში მოლაპარაკებები აშშ-ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე უნდა გაიმართოს.