1774850033
უცხოეთი
ტრამპის განცხადებით, მოჯტაბა ხამენეი ან გარდაცვლილია ან უკიდურესად ცუდ მდგომარეობაშია
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ ირანში „რეჟიმის ცვლილება“ უკვე მოხდა და ის ადამიანები, რომლებთანაც შეერთებულ შტატებს „საქმე აქვს“, მისი აზრით, „ძალიან პროფესიონალები“ არიან. ამის შესახებ მან Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
ამასთან, თეთრი სახლის ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეის ვაჟზე მოჯტაბა ხამენეიზეც ისაუბრა.
პრეზიდენტ ტრამპის მტკიცებით, მოჯტაბა ხამენეი ან გარდაცვლილია ან უკიდურესად ცუდ მდგომარეობაშია.
„შვილი ან გარდაცვლილია, ან უკიდურესად ცუდ მდგომარეობაშია. ჩვენ მისგან საერთოდ არაფერი გვსმენია“, - დასძინა დონალდ ტრამპმა.