ტრამპის განცხადებით, მან ტარიფების დახმარებით 8 ომი შეაჩერა, თუმცა ტარიფებმა ვლადიმერ პუტინთან არ იმუშავა
თეთრი სახლის ლიდერის დონალდ ტრამპის განცხადებით, პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, რუსეთ-უკრაინის ომი არ დაიწყებოდა. ამის შესახებ ტრამპმა „სიბიესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ტრამპმა ინტერვიუში თქვა, რომ მან მსოფლიოში რვა ომი დაასრულა და ერთადერთი ომი, რომელთან დაკავშირებითაც, ჯერჯერობით, წარმატებას ვერ მიაღწია, ეს რუსეთ-უკრაინის ომია.
„იცით, როგორ შევაჩერე ისინი? ბევრ შემთხვევაში, შემთხვევათა 60%-ში ვამბობდი: „თუ ბრძოლას არ შეწყვეტთ, თქვენს ორივე ქვეყანას ტარიფებს დავუწესებ და ვერ შეძლებთ შეერთებულ შტატებთან ბიზნესის კეთებას“, - განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ ომები ტარიფებით შეაჩერა.
ჟურნალისტის კითხვაზე - მაშინ რატომ არ იმუშავა ტარიფებმა რუსეთის პრეზიდენტთან? - ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს მეთოდი პუტინთან არ მუშაობს და მას სხვა მიდგომის გამოყენება დასჭირდა.
„მასთან სხვაგვარად მოვიქეცი, რადგან რუსეთთან დიდი ბიზნესი არ გვაქვს. ის არ არის ისეთი, ვინც ჩვენგან ბევრს ყიდულობს, სისულელის გამო. ვფიქრობ, მას სურს ჩვენთან შემოსვლა და ვაჭრობა და რუსეთისთვის ბევრი ფულის გამომუშავება“, - აცხადებს ტრამპი.