Loading data...
ტრამპის განცხადებით, ირანის „გუშაგთა კორპუსი“ გონივრულ გარიგებას თუ არ დათანხმდება, აშშ ირანში ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დაანგრევს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებების მორიგი რაუნდისთვის მისი წარმომადგენლები პაკისტანში მიემგზავრებიან, რომელიც 20 აპრილს გაიმართება. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტი Truth Social-ზე იტყობინება.

ტრამპმა ირანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. 

ტრამპის თქმით, ირანი ბრიტანულ და ფრანგულ გემებს დაესხა თავს. 

„ირანმა გუშინ გადაწყვიტა ჰორმუზის სრუტეში ჭურვების სროლა – ჩვენი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრული დარღვევა! ბევრი მათგანი ფრანგული გემისა და გაერთიანებული სამეფოს სატვირთო გემის წინააღმდეგ იყო მიმართული. ეს არ იყო კარგი, არა? ჩემი წარმომადგენლები ისლამაბადში, პაკისტანში მიემგზავრებიან – ისინი ხვალ საღამოს იქ იქნებიან მოლაპარაკებებისთვის.

ირანმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რომ სრუტეს კეტავდა, რაც უცნაურია, რადგან ჩვენმა ბლოკადამ ის უკვე ჩაკეტა. ისინი გვეხმარებიან ისე, რომ არ იციან და ისინი ჩაკეტილი გასასვლელით კარგავენ დღეში 500 მილიონ დოლარს! შეერთებული შტატები არაფერს კარგავს.

სინამდვილეში, ახლა ბევრი გემი მიემართება აშშ-ის შტატებისკენ – ტეხასისკენ, ლუიზიანასა და ალასკასკენ ნავთობით დასატვირთად. „გუშაგთა კორპუსს“ ყოველთვის სურთ, იყვნენ „მკაცრი ბიჭები!“ ჩვენ ვთავაზობთ ძალიან სამართლიან და გონივრულ გარიგებას და იმედი მაქვს, ისინი მას დათანხმდებიან, რადგან ასე თუ არ მოიქცევიან, შეერთებული შტატები ირანში ყველა ელექტროსადგურს და ყველა ხიდს დაანგრევს. აღარ ვიქნები კარგი ბიჭი!

ისინი სწრაფად, მარტივად დაეცემიან და თუ შეთანხმებას არ დათანხმდებიან, ჩემთვის დიდი პატივი იქნება, გავაკეთო ის, რაც უნდა გაკეთდეს, რაც ირანისთვის სხვა პრეზიდენტებს უნდა გაეკეთებინათ ბოლო 47 წლის განმავლობაში. დროა, ირანის მკვლელი მანქანა დასრულდეს!“, – აცხადებს ტრამპი.