Loading data...
ტრამპის განცხადებით, იმპორტზე 25%-იან ტარიფს დაუწესებს ყველა ქვეყანას, რომელიც ვენესუელისგან ნავთობს ან გაზს ყიდულობს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის 25%-იან ტარიფებს დაუწესებს ნებისმიერ იმ ქვეყანას, რომელიც ვენესუელისგან ნავთობს ან გაზს ყიდულობს. აღნიშნულის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ზე წერს. 

ტრამპის თქმით, ყველა დოკუმენტი ხელმოწერილი და წარდგენილი იქნება, ტარიფები კი 2025 წლის 2 აპრილს, ამერიკის გათავისუფლების დღეს ამოქმედდება. 

„ჩვენ მათი ვენესუელაში დაბრუნების პროცესში ვართ – ეს დიდი ამოცანაა! გარდა ამისა, ვენესუელა ძალიან მტრულად იყო განწყობილი შეერთებული შტატებისა და ჩვენს მიერ მხარდაჭერილი თავისუფლების მიმართ. შესაბამისად, ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ყიდულობს ნავთობს და/ან გაზს ვენესუელისგან, იძულებული იქნება, გადაიხადოს 25%-იანი ტარიფი შეერთებულ შტატებთან ნებისმიერი ვაჭრობისთვის. ყველა დოკუმენტაცია ხელმოწერილი და რეგისტრირებული იქნება, ხოლო ტარიფი ამოქმედდება 2025 წლის 2 აპრილს, ამერიკაში გათავისუფლების დღეს“, – აღნიშნავს ტრამპი. 

როგორც უცხოური მედია წერს, ტრამპის პოტენციური ნაბიჯი განსაკუთრებით იმოქმედებს ჩინეთზე, რომელიც სამხრეთ ამერიკის ქვეყნის ნავთობის მთავარი მყიდველია.