ტრამპის განცხადებით, ფიქრობს, რომ ირანი ბირთვულ პროგრამაზე პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის მზად არის

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ირანი ბირთვულ პროგრამაზე პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის მზად არის. ამის შესახებ Bloomberg იუწყება.
ტრამპმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ოფიციალურმა თეირანმა ცოტა ხნის წინ ცხადყო, რომ მზად არის მოლაპარაკებები შუამავლების მეშვეობით გამართოს.
„დაივიწყეთ წერილები, ვფიქრობ, მათ სურთ პირდაპირი მოლაპარაკება“, - აღნიშნა ტრამპმა და დასძინა, რომ ირანთან პირისპირ საუბარი ურჩევნია და რომ მისი აზრით, ეს ხელს შეუწყობს შეთანხმების მიღწევის პროცესის გაადვილებას.
„ვფიქრობ, ეს უფრო სწრაფად ხდება და ბევრად უკეთ გაუგებ მეორე მხარეს, ვიდრე შუამავლების მეშვეობით. მათ შუამავლების გამოყენება სურდათ. არ მგონია, რომ ეს სულაც ასე იყოს. ვფიქრობ, ისინი შეშფოთებულები არიან. ვფიქრობ, ისინი თავს დაუცველად გრძნობენ და არ მინდა, რომ ასე გრძნობდნენ თავს“, - განაცხადა ტრამპმა.