Loading data...
ტრამპის განცხადებით, ევროპიდან ამერიკული ძალების გაყვანა გრენლანდიის საკითხზეა დამოკიდებული

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროპაში ამერიკული სამხედრო ძალების შემდგომი შემცირების შესაძლებლობაზე ისაუბრა და ნებისმიერი გადაწყვეტილება გრენლანდიის მომავალთან, შესაძლო, შეთანხმებას დაუკავშირა. 

კითხვაზე, აპირებს თუ არა ევროპიდან კიდევ უფრო მეტი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის გაყვანას, ტრამპმა უპასუხა: „საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. ბევრი რამ კი გრენლანდიაზე იქნება დამოკიდებული“.

ამასთან, მისივე განმარტებით, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, შეძლებს თუ არა ის გრენლანდიასთან დაკავშირებით „ძალიან კარგი შეთანხმების“ მიღწევას.

„იქნებ შევძლო კიდეც“, - დასძინა დონალდ ტრამპმა. 

ინფორმაციით, 7 ივლისს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გრენლანდია შეერთებულმა შტატებმა უნდა აკონტროლოს და არა დანიამ. 

დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა ნატოს ლიდერების შეხვედრამდე კომენტარი გააკეთა აშშ-ის ლიდერის განცხადებაზე და აღნიშნა, რომ „გრენლანდია არ იყიდება“.