1759955804
უცხოეთი
ტრამპის განცხადებით, ჩიკაგოს მერი და ილინოისის გუბერნატორი ციხეში უნდა ისხდნენ, რადგან საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის ოფიცრები მომიტინგეებისგან ვერ დაიცვეს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქალაქ ჩიკაგოს მერი ბრენდონ ჯონსონი და ილინოისის შტატის გუბერნატორი ჯეი რობერტ პრიტცკერი ციხეში უნდა ისხდნენ, რადგან საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის ოფიცრები მომიტინგეებისგან ვერ დაიცვეს.
„ჩიკაგოს მერი ციხეში უნდა ჩაჯდეს იმის გამო, რომ საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის ოფიცრები ვერ დაიცვა! გუბერნატორი პრიტცკერიც!“, - დაწერა ტრამპმა.
ჩიკაგოში რამდენიმე დღეა არეულობაა. ქალაქში დემონსტრაციები უკანონო მიგრანტების დაკავებებისა და ქვეყნიდან გაძევების გამო დაიწყო. ტრამპმა ჩიკაგოში არეულობების აღსაკვეთად ეროვნული გვარდიის 300 სამხედროს გაგზავნის განკარგულება გასცა.