Loading data...
ტრამპის განცხადებით, აშშ-მა, შესაძლოა, ტარიფები დაუწესოს იმ ქვეყნებს, რომლებიც გრენლანდიის საკითხში ვაშინგტონის პოლიტიკას არ დაეთანხმებიან

თეთრი სახლის ლიდერის დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა, შესაძლოა, , ტარიფები დაუწესოს იმ ქვეყნებს, რომლებიც გრენლანდიის საკითხში ვაშინგტონის პოლიტიკას არ დაეთანხმებიან. ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

„შეიძლება, იგივე გავაკეთო გრენლანდიისთვისაც, შეიძლება, ტარიფები დავუწესო ქვეყნებს, თუ ისინი არ დაგვეთანხმებიან გრენლანდიასთან დაკავშირებით. გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის გვჭირდება. ასე რომ, შეიძლება, ეს გავაკეთო“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა. 

როგორც ამერიკული მედია წერს, ტარიფებთან დაკავშირებით ტრამპს დეტალები არ დაუკონკრეტებია. 

ცნობისთვის, 12 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Air Force One-ზე ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ გრენლანდიის თავდაცვა ორძაღლიანი მარხილისგან შედგება.