Loading data...
ტრამპის განცხადების პასუხად, რუსეთი მოუწოდებს ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ირანთან დაკავშირებით ვითარების ესკალაციისგან

კრემლი მოუწოდებს ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ირანთან დაკავშირებით ვითარების ესკალაციისგან მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა შეიძლება მხარი დაუჭიროს ისლამურ რესპუბლიკაზე კიდევ ერთ დარტყმას, თუ ის გააგრძელებს ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამების განვითარებას.

კერძოდ, 29 დეკემბერს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას ტრამპმა მიანიშნა, რომ თეირანი შესაძლოა, თავისი შეიარაღების პროგრამების აღდგენაზე მუშაობს მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის ივნისში აშშ-მა მისი ბირთვული ობიექტები დაბომბა. 

მოსკოვი, რომელმაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ თეირანთან უფრო მჭიდრო კავშირები დაამყარა, მხარეებს დეესკალაციისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ გვჯერა, რომ აუცილებელია, თავი შევიკავოთ ნებისმიერი ნაბიჯისგან, რამაც შეიძლება რეგიონში დაძაბულობის ესკალაცია გამოიწვიოს და გვჯერა, რომ უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ირანთან დიალოგი“, - განუცხადა ჟურნალისტებს კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი გააგრძელებს ირანთან მჭიდრო კავშირების განვითარებას.