ტრამპის ექიმი მას გახდომას ურჩევს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ექიმი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას აფასებს, როგორც „შესანიშნავს“. ექიმის, შონ ბარბაბელას დასკვნა თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა. ინფორმაცია Deutche Welle ავრცელებს.
დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ტრამპს შეუძლია ქვეყნის და შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მოვალეობის შესრულება“.
„პრეზიდენტ ტრამპის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესანიშნავია. მისი გული, ფილტვები, ნერვული სისტემა გამართულად ფუნქციონირებს. მისი კოგნიტიური და ფიზიკური მაჩვენებლები შესანიშნავ დონეზეა“, - წერს ბარბაბელა.
ამასთანავე, ბარბაბელა ურჩევს ტრამპს, რომ პროფილაქტიკის მიზნით ფიზიკური აქტივობა გაზარდოს და წონაში დაიკლოს. თუ ერთი წლის წინ ტრამპი 101,6 კგ-ს იწონიდა, ახლა მისი წონა 108 კგ-ს შეადგენს. ტრამპის აიმაღლე 191 სანტიმეტრია. ექიმი ტრამპს ურჩევს, რომ სპეციალური დიეტა დაიცვას.
2026 წლის 14 ივნისს დონალდ ტრამპი 80 წლის გახდება. ის შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტი იყო ინაუგურაციის მომენტში. ტრამპის წინამორბედმა, ჯო ბაიდენმა პრეზიდენტის თანამდებობა 82 წლის ასაკში დატოვა.