Loading data...
ტრამპის აზრით, ირანის უზენაესი ლიდერის ლიკვიდაციის შესახებ ცნობები სიმართლეს შეესაბამება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ამბავი სიმართლეს შეესაბამება“, - განუცხადა ტრამპმა NBC News-ს სატელეფონო ინტერვიუში.

ამასთან, პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანის მაღალი იერარქიის წარმომადგენელთა უმრავლესობა ლიკვიდირებულია.