Loading data...
ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელი: ირანი დათანხმდა ბირთვული პროგრამის გაუქმებას და ტერორისტული დაჯგუფებების დაფინანსების შეწყვეტას

აშშ-ირანის შეთანხმება მოიცავს დებულებებს, რომლებიც ითვალისწინებს ირანის ბირთვული პროგრამის დემონტაჟს და თეირანის მიერ ტერორისტული ჯგუფების დაფინანსების შეწყვეტას, - განაცხადა ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.

მისი თქმით, ირანი დათანხმდა შემდეგ პირობებს: 👇

🔹ბირთვული მასალები განადგურდება და ქვეყნიდან გაიტანენ

🔹ირანის ბირთვული პროგრამა მთლიანად დაიშლება

🔹ირანი ვერ გათავისუფლდება ვერცერთი ფინანსური რესურსიდან, ვიდრე შეთანხმების პირობებს არ შეასრულებს

🔹ჰორმუზის სრუტე გაიხსნება

🔹ირანი შეწყვეტს ტერორისტული ჯგუფების დაფინანსებას

მაღალჩინოსანმა ამ შეთანხმებას „შედეგებზე დაფუძნებული შეთანხმება“ უწოდა. ირანის ოფიციალური პირები მანამდე აცხადებდნენ, რომ არ მოაწერდნენ ხელს შეთანხმებას გაყინული ფინანსური აქტივების გათავისუფლების გარეშე და ასევე, არაერთხელ უარყვეს ტერორისტული ჯგუფების დაფინანსების საკითხზე მოლაპარაკებების გამართვა.