ტრამპის ადმინისტრაცია ერთდროულად დაახლოებით 30 ელჩს ათავისუფლებს - The New York Times
თეთრი სახლის ლიდერის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან დაახლოებით ოცდაათ ელჩს ათავისუფლებს, - ამის შესახებ The New York Times-ი იუწყება.
როგორც მედიასაშუალება წერს, ტრამპის ადმინისტრაციამ ელჩებს მომდევნო კვირების განმავლობაში შეერთებულ შტატებში დაბრუნება უბრძანა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას შეერთებულ შტატებში უპრეცედენტოს უწოდებენ.
ბევრ ელჩს ცოტა ხნის წინ აცნობეს, რომ ისინი იანვრის შუა რიცხვებისთვის თანამდებობებს დატოვებენ. ყველა ელჩი ბაიდენის პრეზიდენტობის დროს დაინიშნა და სენატმა დაამტკიცა. ერთ ქვეყანაში ელჩის უფლებამოსილების სტანდარტული ვადა სამიდან ოთხ წლამდეა.
დიპლომატების პროფკავშირის წარმომადგენლის, ნიკი ჰარმერის თქმით, ბევრ შემთხვევაში ელჩებს ან დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს გათავისუფლების შესახებ მოულოდნელად, ტელეფონით, ყოველგვარი დამატებითი ახსნა-განმარტების გარეშე აცნობეს, რაც ასევე ძალიან უჩვეულო მიდგომაა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება „ნებისმიერი ადმინისტრაციის სტანდარტული პროცესია“, რადგან ელჩი „პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელია და პრეზიდენტის უფლებაა უზრუნველყოს, რომ ამ ქვეყნებში მას ჰყავდეს ადამიანები, რომლებიც „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ დღის წესრიგს წინ წაწევენ“.