1769090672
უცხოეთი
ტრამპი: ზელენსკისთან ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა - ომის დასრულება ყველას სურს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას კარგი შეხვედრა ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, თუმცა რაღაც ეტაპები გასავლელი რჩება.
„ომი უნდა დასრულდეს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს დასრულდება. ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება“, - აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტს დახურულ კარს მიღმა შეხვედრის დამატებით დეტალებზე კომენტარი აღარ გაუკეთებია.