Loading data...
ტრამპი: ზელენსკის სურს, რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვით მსოფლიოს პრობლემები შეუქმნას

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ზელენსკიმ შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ნავთობით ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გააკრიტიკა. 

ტრამპის განცხადებით, ზელენსკის სურს რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვით მსოფლიოს პრობლემები შეუქმნას.

აშშ-ის პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტს ომის დასრულება ბევრჯერ შეეძლო, თუმცა ეს არ გააკეთა.

„ზელენსკის ამ ომის დასრულება არაერთხელ შეეძლო. მან ამის გაკეთება არ არჩია. ზელენსკის სურს, პრობლემები შეუქმნას მსოფლიოს. მას სურს, პრობლემები შეუქმნას ჩვენს ფერმერებს რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვით,“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა.