Loading data...
ტრამპი: ზელენსკი უკანასკნელი ადამიანია, ვისგანაც დახმარება გვჭირდება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკულ ძალებს უკრაინის დახმარება არ სჭირდებათ ახლო აღმოსავლეთში ირანული დრონების გასანეიტრალებლად. აღნიშნულის შესახებ მან NBC News-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.

ტელეკომპანიის კითხვაზე უკრაინისგან დახმარების მიღების შესახებ, ტრამპმა უპასუხა: „ჩვენ დახმარება არ გვჭირდება“ და დასძინა, რომ „ბოლო ადამიანი, ვისგანაც დახმარება გვჭირდება, ზელენსკია“.

პრეზიდენტმა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე იმის შესახებ, მიიღო თუ არა შეერთებულმა შტატებმა უკრაინის დახმარება დრონების ჩაჭრის ტექნოლოგიაში.