Loading data...
ტრამპი: ზელენსკი პუტინთან ალასკაში მოლაპარაკებებს არ დაესწრება

შემდეგი შეხვედრა ზელენსკისა და პუტინს შორის, ან ზელენსკის, პუტინსა და ჩემ შორის იქნება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ბრიფინგზე განაცხადა.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ დაესწრება კრემლის ხელმძღვანელ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას.

როდესაც ტრამპს ჰკითხეს, დაესწრებოდა თუ არა ვოლოდიმირ ზელენსკი, 15 აგვისტოს, დაგეგმილ მოლაპარაკებებს, მან უპასუხა: „ის მონაწილეთა სიაში არ იყო“.

„ვფიქრობ, მას შეუძლია დასწრება, მაგრამ ის ბევრ შეხვედრას დაესწრო, სამ-ნახევარი წელი იყო აქ და არაფერი მომხდარა“, - აღნიშნა ტრამპმა.

ამავდროულად, მან განაცხადა, რომ პუტინთან შეხვედრის „პირველი ორი წუთის“ განმავლობაში დანამდვილებით ეცოდინება, „შესაძლებელია თუ არა შეთანხმების მიღწევა“.

ამავდროულად, ტრამპმა აღიარა, რომ შემდეგი შეხვედრა, შესაძლოა, პუტინსა და ზელენსკის შორის იყოს, ან სამმხრივი მისი მონაწილეობით.