Loading data...
ტრამპი: ზელენსკი იძულებული იქნება, რუსეთთან გარიგება დადოს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იძულებული იქნება, რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დადოს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„ზელენსკის და პუტინს ერთმანეთი სძულთ. ამიტომ, როგორც ჩანს, მათთან ერთ ოთახში ჯდომა მომიწევს, რადგან ისინი ერთად ვერ იქნებიან, სიძულვილი ძალიან ძლიერია“, - ხაზი გაუსვა მან.

აშშ-ის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა რუსეთიდან ნავთობის ყიდვა უნდა შეწყვიტონ.

„ისინი [ევროპული ქვეყნები] ამაზე საუბრობენ, მაგრამ უნდა შეწყვიტონ“, - ხაზგასმით აღნიშნა ტრამპმა.